Saturday, July 12, 2014

სასწავლო პროექტი

პროექტის  სახელწოდება: ოტია იოსელიანი „ცალ ხელში -  წიგნი  და  ჯვარი,
                                                                                  მეორეში - თოხი   და   ბარი.“



პროექტის  მთავარი იდეა/თემა: მოსწავლეთა ცოდნის სრულყოფა ოტია იოსელიანის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ.

პროექტის აქტუალობა: ამ სასწავლო პროექტზე მუშაობა განავითარებს მოსწავლეთა ინტერესს ოტია იოსელიანის პიროვნებისა დაშემოქმედებისადმი. მოსწავლეებს შეაყვარებს მწერლის შემოქმედებას და უკეთ გააცნობს ბატონი ოტიას პიროვნებას. მოსწავლეები მოიძიებენ სასურველ მასალებს მწერლის პირად ცხოვრებაზე.

პროექტის მიზნები: მოსწავლეებს განუვითარდებათ კვლევისა და ანალიზის უნარები, ჩამოუყალიბდებათ სიტყვაკაზმული მწერლობის, კონკრეტულად ოტია იოსელიანის შემოქმედების მიმართ სიყვარული. მოიძიებენ მასალებს მწერლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. (მათ შორის ჩვენს სოფელში ოტია იოსელიანის სტუმრობის ამსახველ მასალებს).



მოსწავლის ასაკი: 11-12 წელი.

ვადები/ხანგრძლივობა: 1თვე

მოსალოდნელი შედეგები, პროდუქტი, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები გამოიმუშავებენ კვლევის უნარ-ჩვევებს, ისწავლიან ჯგუფურ მუშაობას, ურთიერთანამშრომლობას, გაიუმჯობესებენ ახალი ინფორმაციის მოძიებისა და გამოყენების უნარს, მოძიებულ მასალას განათავსებენ ბლოგზე.

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ოტია იოსელიანის ნაწარმოებები, ვიდეოკამერა, მიკროფონი, დიქტოფონი.

პროექტის მსვლელობა:

მოსწავლეები ირჩევენ სასურველ თემას, შემდეგ ხდება ჯგუფის დაკომპლექტება და კონკრეტული დავალებების გადანაწილება.

პირველი აქტივობა: ოტია იოსელიანის ბიოგრაფიის მოძიება და ანალიზი.

მეორე აქტივობა: მწერლის ფოტოსურათების მოძიება და შეგროვება.

მესამე აქტივობა: ოტია იოსელიანის შემოქმედების მიმოხილვა

მეოთხე აქტივობა: ოტია იოსელიანის ნაწარმოების მიხედვით სპექტაკლიოს დადგმა.

მეხუთე აქტივობა: ოტიას შემოქმედების მიხედვით გადაღებულიფილმებისა და სპექტაკლების მოზიება და ჩვენება.

მეექვსე აქტივობა: ექსკურსიის  ორგანიზება ოტია იოსელინის სახლ-მყუზეუმში გვიშტიბში.

მეშვიდე აქტივობა:  პროექტის  პრეზენტაცია.

მერვე აქტივობა: შეფასება


კრიტერიუმი/შკალა
      დაბალი
    საშუალო
        კარგი
    საუკეთესო
 პრეზენტაციის ვიზუალური მასალა
 მოუწესრიგებელია, არ შეესაბამება შინაარს
 ვიზუალური მასალა ნაკლებად შეესაბამება შინაარს
 მეტ-ნაკლებად მოწესრიგებულიაზოგადად შეესაბამება პრეზენტაციის შინაარს
 ზუსტად შეესაბამება შინაარსის ყოველ კომპონენტს
 ორიგინალობა
 დასტურდება პლაგიატის ელემენტები
 მინიმალურად ორიგინალურია
 საკმარისად ორიგინალურია
 მთლინად ორიგინალურია
  დავალებასთან   შესაბამისობა
 არ შეესაბამება დავალებას
მიჰყვება ინსტრუქციათაგან მხოლოდ ზოგიერთს
 მიჰყვება ინსტრუქციას, თუმცა ზოგჯერ  ზედაპირულად
 ყველა ინსტრუქცია გათვალისწინებულია, დავალება სრულყოფილად არის შესრულებული
მთლიანი შთაბეჭდილება
 მიზანი არ არის მიღწეული
 დასახული 
მიზანი მინიმალურად არის მიღწეული
 მიღწეულია გარკვეული მიზანი, მოთხოვნა ზოგადად, გათვალისწინებულია
 ყველა მიზანი სრულად არის მიღწეული

საგნებთან/საგნობრივ  ჯგუფებთან, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

ქართული:

ქართ. VI. 1. მოსწავლეს აქვს ინფორმაციის მი­ღე­ბი­სა და გადა­ცე­მისათვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბი.

ქართ. VI. 5. მოსწავლეს შეუ-ძლია დისკუსიაში მონაწი-ლეობის ჯგუფური და ინ-დივიდუალური სტრატე-გიების ეფექტურად გამოყენება.

ქართ. VI. 6. მოსწავლეს შე-უძლია წაუკითხოს მსმე-ნელს ტექსტი / ნაწყვეტი.

ქართ. VI. 7. მოსწავლეს შე-უძლია სხვადასხვა სახის მხატვრული და არამხატ-ვრული ტექსტების წაკითხვა და გაგება-გაანალიზება.

ქართ. VI. 10. მოსწავლეს აქვს კითხვის პროცესით გამოწვეული განწყობილე-ბისა და შთაბეჭდილების გადმოცემის უნარი.

პროექტის ხელმძღვანელი: ხათუნა სიხარულიძე

ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: xatunasixarulidze75@gmail.com